აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

მალოპოლსკას სავოევოდო - პოლონეთის რესპუბლიკა

02 აგვისტო, 2017

მალოპოლსკას სავოევოდო - მდებარეობს პოლონეთის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში. დედაქალაქია კრაკოვი. რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს - 3,2 მილიონს.

 

2016 წლის 19 აგვისტოს ქალაქ ბათუმში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც გამოხატავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და მალოპოლსკას სავოევოდოს (პოლონეთის რესპუბლიკა) შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განზრახვას.

 

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეების მზადყოფნას რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განვითარებაზე შემდეგ სფეროებში:

Ø  ეკონომიკა და ბიზნესი;
Ø  ტურიზმი;
Ø  განათლება, კულტურა და სპორტი.

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მალოპოლსკას სავოევოდოს შორის თანამშრომლობას 2014 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალის ოფისის ინიციატივითა და მხარდაჭრით განხორციელდა აჭარის შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნის პროექტი. აღნიშნული პროექტი მოიცავდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს რეგიონულ ჭრილში, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების სტანდარტების ზრდაში.


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები