აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ლორეს ოლქი - სომხეთის რესპუბლიკა

02 აგვისტო, 2017

ლორეს ოლქი - მდებარეობს სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში და წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონს ქვეყანაში. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ვანაძორი. რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს - 223.200.

 

2013 წლის 9 სექტემბერს ქალაქ ბათუმში ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ლორეს ოლქის (სომხეთის რესპუბლიკა) ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ.

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ლორეს ოლქს შორის 2013 წლის 9 სექტემბერს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე 2014 წლის 5 ოქტომბერს ქალაქ ვანაძორში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ლორეს ოლქს შორის თანამშრომლობის შესახებ.

 

აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში:



Ø  მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და ტრანსპორტი;
Ø  ტურიზმი და სპორტი;
Ø  განათლება და მეცნიერება;
Ø  კულტურა და ხელოვნება;
Ø  ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხები;
Ø  ადგილობრივი თვითმმართველობა.


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები