დალიანის მუნიციპალიტეტი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
02 აგვისტო, 2017
დალიანის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს ლიანონის პროვინციაში (ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა), ყვითელ ზღვაზე. მოსახლეობის რაოდენობა - 6,17 მილიონს აღემატება. ადმინისტრაციული
ცენტრი - ქალაქი დალიანი.
2015 წლის 10 სექტემბერს ქალაქ დალიანში აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და დალიანის მუნიციპალიტეტს (ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების შესახებ.
შეთანხმება ითვალისწინებს შემდეგ სფეროებში მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარებას:
Ø ეკონომიკა;
Ø სოფლის მეურნეობა;
Ø ჯანდაცვა;
Ø ტურიზმი;
Ø კულტურა და განათლება;
Ø გარემოს დაცვა;
Ø ქალაქის დაგეგმარება.