აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

euronews-ი ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის

03 აგვისტო, 2017

euronews-  გადაცემა “CULT"- ში ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. euronews-ის ეთერში ჯაზ ფესტივალის შესახებ გასული მასალა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და euronews- შორის გაფორმებული კონტრაქტის ნაწილია.

აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, euronews- ასევე მოამზადებს მეორე გადაცემას - ,,METROPOLITANS", რომელშიც იქნება რეპორტაჟი ბათუმზე და ზოგადად საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე.


ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯისთვის და ზოგადად ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, უმნიშვნელვანესია ისეთი პოპულარული სატელევიზიო პლათფორმების გამოყენება, როგორიც euronews-ია. ეს კონკრეტული კონტრაქტი სექტემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. იგი მოიცავს, როგორც სარეკლამო რგოლების გაშვებას, ასევე რეგიონის შესახებ რეპორტაჟების მომზადებას”, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.


შეგახსენებთ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 3 ივლისიდან სარეკლამო კამპანიას აწარმოებს euronews-ის ეთერში. აჭარის შესახებ ვიდეორგოლები ასევე ტრიალებს BBC ეთერშიც.

euronews- ეთერში გასული ბათუმის ჯაზ ფესტივალთან დაკავშირებული მასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=nDTaJwRZ0_Y&feature=youtu.be&app=desktop

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები