აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

80 მილიონი ლარის ინვესტიცია კურორტ „გოდერძიზე“

07 აგვისტო, 2017

კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ტერიტორიაზე 80 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

4 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ახალი პროექტებით კურპრტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთვსების ადგილი დაემატება.

ერთდროულად 4 სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ჩადო.

ღონისძიება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. რამაზ ბოლქვაძე მოწვეულ სტუმრებს კურორტის საინვესტიციო პოტენციალის და მოსალოდნელი ეონომიკური ეფექტის შესახებ ესაუბრა. სიტყვით გამოსვლაში მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აქცენტი მაღალმთიან აჭარაში მიმდიანარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ გააკეთა. გოდერძიმდე მისასველი ცენტრალური გზის მოწყობის ისტორიულ პროექტის დეტალები სტუმრებს საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ გააცნო.

კურორტი გოდერძის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გამართა. სტუმრებს კურორტის საინვესტიციო ვიდეო რგოლის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.
კურორტ „გოდერძიზე“ საძირკველი ჩაეყარა:
1. სასტუმრო “GOLDMINE”- 10 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია. 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე არანაკლებ 50 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობის პროცესი 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული საცურაო აუზები, ფიტნეს ცენტრი და საკონფერენციო დარბაზი. 
2. GSP GROUP - 2 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია. 10 ოთხნომრიან კოტეჯში ჯამში დაახლოებით 30 ადგილობრივი დასაქმდება. კომპლექსის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება. შენობებში რესტორნები და კაფეები განთავსდება. 
3. 45 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი “MOUNTAIN SKY”- 4 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია. პროექტით 20 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობის პროცესი 2019 წლისთვის დასრულდება. სასტუმროში რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი განთავსდება.
4. 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის “ირეპალასი“ - 2 400 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 15 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. გსასტუმროში რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი განთავსდება.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ბიზნესმენები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 
ამ ეტაპზე გოდერძიზე აჭარის მთავრობა რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. დაიწყო 1761 მეტრი სიგრძის შიდა საკურორტო გზის მოწყობა, უკვე გამოცხადდა თხილამურების და სწრაფი კვების ობიექტების პროექტის ტენდერი.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები