აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

მთავრობის სხდომა

09 აგვისტო, 2017

2017 წლის 9 აგვისტოს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა და რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტები შეაჯამა. სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე მთავრობის წევრებმა მოისმინეს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის მიმდინარე პროეტქებისა და საქმიანობის ანგარიში. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილია 313 ინფრასტრუქტურული ღონისძიება - საერთო ღირებულებით 49 131 106 ლარი. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 21 მილიონი ლარის სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დანარჩენ პროექტებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სატენდერო პროცედურები. დღევანდელ სხდომაზე აჭარის მუნიციპალური ფონდიდან აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ხუთივე მუნიციპალიტეტში 42 ღონისძიებისათვის (41 ფერდსამაგრი კედელი და 1 ხიდის მშენებლობა) 1 255 631 ლარის გამოეყო. ამ დროისათვის დეპარტამენტს უკვე აქვს გეოლოგიური დასკვნები და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ყველა ინფრასტრუქტურული ღონისძიება 2017 წელს დასრულდება.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები