აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

შინდისის გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად 17 ნერგი დაირგო

11 აგვისტო, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ,მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად შინდისის გმირების სკვერში 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. სკვერში ასევე ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები და შინდისთან დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს. აღევლინა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. შინსდისთან დაღუპული 17 გმირის სახელზე პარკში 17 ნერგი დარგეს. თითოეული გმირის სახელზე ნერგების დარგვის ტრადიციას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველწლიურად, 11 აგვისტოს განხორციელდება. „ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენი ბიჭების სახელებს. უნდა გავიხსენოთ 2008 წლის 11 აგვისტო, ის მძიმე ტრაგიკული დღე, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში ჩვენი 17 ვაჟკაცი ჯარისკაცი დაიღუპა. მაქსიმალური ყურადღება ეთმობა მათ ოჯახებს. მათი სახელები არის დაუვიწყარი. უკვე მეორე წელია ვრგავთ 17 ნარგავს, რაც ხსოვნის სიმბოლოა,“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია და გმირულად დაიღუპა. შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში გასული წლის აპრილში გაიხსნა. ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული. პარკის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები