ბათუმში საერთაშორისო პრინტ ფესტივალი გაიმართება
19 აგვისტო, 2017
2017 წლის 21 აგვისტოდან 7
სექტემბრამდე ბათუმი საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლებს. სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიხსნება პრინტ ფესტივალი სახელწოდებით „LIFE N STYLE“-ცხოვრების სტილი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების - ბეჭდვითი მედიის ისეთი დარგების განვითარებასა და პოპულარიზაციას როგორიცაა: ხელით ბეჭდვა, სერიგრაფია, ოფორტა, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია და გრავიურა. ეს ხელოვნების ის მოძველებული დარგია,
რომელიც ციფრულმა ტექნოლოგიამ ჩაანაცვლა და ფესტივალის ფარგლებში წარმოადგინა
ახლებური გააზრებით.
საერთაშორისო პრინტ ფესტივალში ქართველი, გერმანელი,ამერიკელი, თურქი, ესპანელი, ავსტრიელი, აზერბაიჯანელი და რუსი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოპები.
პროექტი „LIFE N STYLE“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის „არტ კავკასია“ ორგანიზებით იმართება.
21 აგვისტოს,19:00 საათზე ფესტივალი გაიხსნება თი ბი სი ბანკის გალერეაში, 22 აგვისტოს, 18:00 საათზე
- ხელოვნების უნივერსიტეტში, ხოლო 23 აგვისტოს, 18:00 საათზე - ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.
იხილეთ გალერეა