აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა

18 აგვისტო, 2017

►თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლში 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა. მოსახლეობას ბინის მიღება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მიულოცეს.

►ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. აღნიშნულმა კომისიამ 58 ოჯახისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის რეკომენდაცია გასცა.

►სოციალური სახლი 10 სართულიანია. შენობაში 58 ბინა განთავსდა. მშენებლობის პროცესში ჯამში 300 ადამიანი დასაქმდა.

►პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია. "სოციალური სახლის" მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდა.

►2013 წლიდან დღემდე აჭარაში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 447 ოჯახი;
►2016 წლიდან დღემდე, აჭარის მთავრობის პროგრამით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით, 25 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა სულ 150 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია.
►აჭარის ა/რ ტერიტორიაზე 2013 წლიდან სულ 11 სოციალური სახლის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები