აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

200 მილიონი ლარის ინვესტიცია ქობულეთში

21 აგვისტო, 2017

ქობულეთში 200 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო.

►მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის საძირკველში კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და კომპანია "კრისტალ ბილდინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ლომიძემ ჩაუშვეს.

►პროექტი 220 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს,რომელშიც ღია და დახურული ტიპის აუზები, გასართობი ობიექტები, სამორინე, რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი განთავსდება.

►"ეს არის აჭარაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომლითაც რეგიონი ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკური სარგებელს მიიღებს.

►აღნიშნული 200 მლნ ლარის ღირებულების ინვესტიცია, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აჭარაში ეკონომიკური პროცესები ჯანსაღად, სწორი მიმართულებით მიდის.

►თითოეული ახალი ინვესტიცია, ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას უწყობს ხელს, რაც შემდეგ ციფრებშიც აისახება. მხოლოდ ეს პროექტი 400 ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.

►ჩვენი ეკონომიკური გუნდი პარალელურად ციხისძირის პოტენციალის ათვისებაზე მუშაობს. მზადდება ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც აქამდე ნაკლებად ათვისებულ ტერიტორიებს, ახალ დატვირთვას შესძენს. აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის პოპულარიზაცია, სრულიად ახალი საინტერესო შესაძლებლობა და პლატფორმა გახდება ახალი სარეკრეციო ზონების შექმნის და ასევე დამატებითი ინვესტიციების განხორციელების კუთხით.

►კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და მზად ვართ ხელი შევუწყოთ რეგიონის განვითარებისთვის ყველა მნიშვნელოვან პროექტს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორს და წარმატებები ვუსურვო ამ საინტერესო პროექტის განხორციელების საქმეში"-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ. ►ხელშეკრულების მიხედვით ინვესტორმა არანაკლებ 10 წლის განმავლობაში ობიექტის პროფილი უნდა შეინარჩუნოს, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.

ღონისძიებას მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები