აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმში ტურისტულ ადგილებთან ოთხენოვანი ინფოდაფები განთავსდა

22 აგვისტო, 2017

ბათუმში ძირითად ტურისტულ ობიექტებთან ოთხენოვანი საინფორმაციო დაფები განთავსდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ დაფები 10 მნიშვნელოვან ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ ადგილთან დადგა. მათ შორისაა ბათუმის შუქურა, ბულვარის კოლონადები, ნობელების მუზეუმი, სინაგოგა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ასევე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მიხეილ დალფონსის ძეგლი და ბათუმის მერიის შენობა. 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებმა ჩვენი ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული ადგილების შესახებ სწორი და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ.  თითოეულ ობიექტთან ოთხენაზეა განთავსებული ინფორმაცია ადგილისა თუ ძეგლის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შესახებ, რაც თავიდან აგვარიდებს ჩვენი ქალაქის ტურისტული ადგილების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ჯამში, ორი წლის განმავლობაში ბათუმში 25 საინფორმაციო დაფა და 20 ფოტოსტენდი განვათავსეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ სრულად მოვიცვათ ყველა ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა და ვგეგმავთ ეტაპოპრივად მოვახდინოთ საინფორმაციო დაფებით მათი უზრუნველყოფა,“ განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები