აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ევროპის რეგიონთა ასამბლეა (AER)

23 აგვისტო, 2017


ევროპის რეგიონთა ასამბლეა (AER) 1985 წელს დაარსდა და წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს დამოუკიდებელ რეგიონულ ხელისუფლებათა ქსელს. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის 35 სახელმწიფოს 270 რეგიონულ ხელისუფლებასა და 16 რეგიონთაშორის ორგანიზაციას, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ბატონი მაგნუს ბერნტსონი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1997 წლიდან ევროპის რეგიონთა ასამბლეის სრულუფლებიანი წევრია. გაწევრიანების შემდეგ რეგიონმა ისარგებლა ორგანიზაციის არაერთი პროგრამით, მათ შორის აღსანიშნავია „ახალგაზრდული რეგიონული ქსელი“ და გაცვლითი პროგრამა „ევროოდისეა” (2006 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამით 150-მდე ახალგაზრდამ აიმაღლა პროფესიული კვალიფიკაცია). ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ორჯერ (2011/2016 წწ.) უმასპინძლა ევროპის რეგიონთა ასამბლეის „შავი ზღვის სამიტს“.

AER -ს მისია და მიზნები:

• რეგიონული პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
• რეგიონული ინტერესის ხელშეწყობა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ;
• რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა და ა.შ.

AER -ს პროგრამები: 

• ევროოდისეა
• ახალგაზრდული რეგიონული ქსელი
• საზაფხულო აკადემია
• ტრანსატლანტიკური ლიდერთა ინიციატივა
 • რეგიონული ინოვაციის ჯილდო
• რეგიონალიზაციის ობსერვატორია

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://aer.eu/


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები