აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი (IRE)

23 აგვისტო, 2017


ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი (IRE) 2004 წელს ქალაქ ზალცბურგში დაარსდა, როგორც ეკონომიკური და სამეცნიერო დაწესებულება. ამჟამად ინსტიტუტი აერთიანებს ევროპის 21 სახელმწიფოს 130-ზე მეტ რეგიონს, ქალაქსა თუ დაწესებულებას.აღნიშნულ ორგანიზაციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2012 წელს გაწევრიანდა.

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მათი ინტერესების მხარდაჭერა.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, ინსტიტუტი სთავაზობს ყველა დაინტერესებულ რეგიონსა თუ ქალაქს რეგიონულ-პოლიტიკურ თემატიკაზე გამართულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღებას. ინსტიტუტი ასევე აწყობს ყრილობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ტურიზმი, ჯანდაცვა და ტრანსპორტი.

აქვე აღსანიშნავია ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) სტაჟირების პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპის რეგიონებიდან სთავაზობს სტაჟირების ერთთვიან კურსს ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის სასწავლო ცენტრში ზალცბურგში, სადაც სტუდენტებს ეძლევათ ევროპულ და რეგიონულ პოლიტიკაზე ფოკუსირებული სამეცნიერო ნაშრომების დამუშავებისა და ინსტიტუტის სამეცნიერო გამომცემლობაში მათი გამოქვეყნების შესაძლებლობა.

ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.institut-ire.eu/de/


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები