აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმი ოდესა/ბათუმი ფოტოდღეებს მასპინძლობს

23 აგვისტო, 2017

7-10 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები“ გაიმართება. ოთხი დღის განმავლობაში ფოტოხელოვანებსა და ფოტომოყვარულებს საშუალება ეძლევათ 7 გამოფენას, სამ ღამის ჩვენებასა და მუსიკალურ პერფომანს დაესწრონ. ფესტივალზე, რომლის მთავარი თემაა დღეს/ხვალ ფოტოები წარმოდგენილი იქნება კანადიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან და საქართველოდან.


2017 წელს, ფესტივალის საორგანიზაციო გუნდი მთავარ ყურადღებას კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას დაუთმობს. გამოფენაზე პასუხი გაეცემა ისეთ შეკითხვებს როგორიცაა - რას წარმოადგენს ფოტოგრაფია და რა სახის გავლენებს განიცდის დღეს? როგორ განისაზღვრება ფოტოგრაფია უკანასკნელი დეკადების მიხედვით? როგორ ზემოქმედებს თანამედროვე ტექნოლოგიები ფოტოგრაფიაზე და რა ადგილს იკავებს ის თანამედროვე საზოგადოებაში?

აუცილებელია არა მხოლოდ გავიცნოთ მთავარი ფოტოგრაფიული სკოლების განვითარების პროცესი, არამედ გავიაზროთ თავისებური ლოგიკა და სახელოვნებო ენა თანამედროვე ესთეტიკისა, ურთიერთქმედების პრინციპები დოკუმენტური ფოტოგრაფიის კონტექსტში.


"ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები" ახალგაზრდა ფესტივალია, მას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და ორივე ქვეყანაში იმართება - აპრილში ოდესაში, ხოლო სექტემბერში - ბათუმშიგამოფენა თანამედროვე ხელოვნების თავისუფალ სივრცეში ჩატარდება. მასზე დასწრება უფასოა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები