აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ხულოს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი გზა დასრულდა

23 აგვისტო, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა  ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის დიდაჭარა-საციხური-გელაურა კმ0+000-კმ4+150 მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მოინახულა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ზიმო-7 ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 759 490 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 238 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელი, 132 გრძ.მ. გაბიონი, 770 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი, 422 გრძ.მ. რკინაბეტონის არხი ცხაურებით და 120 გრძ.მ. ლითონის მილი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დღეს დასრულდება.
აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 6,55 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა და 0,35 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია - 3 028 780 ლარის ფარგლებში.
1 ხიდის რეაბილიტაცია - 96 250 ლარის ფარგლებში. 40 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა - 791085 ლარის ფარგლებში.
24,9 კმ. (8229 კუბ.მ.) ბეტონის საფარის მოწყობა - 1 521 552 ლარის ფარგლებში.
17 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია - 180 903 ლარის ფარგლებში.
სულ 2017 წელს „საგზაო ტექნიკის შეძენა“ და „საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა“ ქვეპროგრამების ჩათვლით გამოყოფილია - 7 595 004 ლარი.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები