აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

17-24 სექტემბერს, ბათუმი საერთაშორისო კინოფესტივალს „BIAFF 2017” უმასპინძლებს

24 აგვისტო, 2017

17-24  სექტემბერს, აჭარა ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს BIAFF 2017“ მასპინძლობს, კინოფესტივალზე, რომელიც ბათუმში მეთორმეტედ იმართება, 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი  იქნება წარმოდგენილი 30 ქვეყნიდან.

 

მხატვრული ფილმების კონკურსში შეიძლება გამოვყოთ ცნობილი რეჟისორების უახლესი ნამუშვრები - მოჰამად რასულოფის „პატიოსანი კაცი“ (ირანი), სერგეი ლოზნიცას „ნაზი არსება“,  კორნელ მუნდრუზოს „იუპიტერის მთვარე“, იეშიმ უსტაოღლუს Claire Obscure და მარიამ ხაჭვანის „დედე“ (საქართველო). 

 

დოკუმენტური კონკურსიდან უნდა აღნიშნოს -  აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცას „აუსტერლიცი“ (გერმანია), „ცოცხლად დარჩენის მეთოდი“ (იჯი პოპის და მიშელ უელბეკის მონაწილეობით), მეთიუ ჰეინმანის „აჩრდილების ქალაქი“ (აშშ),  რატი ონელის „მზის ქალაქი“ (საქართველო) და უგის ოლტეს „თავისუფლების დღე“ (ლატვია).

 

„დიდოსტატთა კოლექციაში“ ნაჩვენები იქნება კინოს დიდოსტატების -  კიმ კი დუკის, ვოლკერ შნოლდორფის, აკი კაურისმაკის, ანდრეი ზვიაგინცევის, ანჟეი ვაიდას ბოლო ნამუშვრები.  ქართულ პანორამაში კი წარმოდგენილი იქნება - რეზო ესაძის, მარიამ ჭაჭიას, ანანო ბუკიას, ცირა გვასალიას, ელდარ შენგელაიას ახალი ფილმები.

 

კინოფესტივალის სტუმრებს შორის შეიძლება გამოვყოთ - გია ყანჩელი, გიორგი ოვაშვილი, ნუცა ალექსი მესხიშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ელდარ შენგელაია, ბოგუსლავ ლინდა, მოჰსენ და ჰანა მახმალბაფები, სიდიქ ბარმაკი, სეიფოლაჰ სამადიანი, პეგა აჰანგარანი, მოაჰამად რასულოფი და სხვა.

 

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები -  კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო  “Wyndham” კონფერენს დარბაზი,  კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.   

 

კინოფესტივალზე დასწრება - კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.  კინოთეატრ „აპოლოში“  ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა - ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

 

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) - სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით  - http://biaff.org/media-acreditation

 

დამატებით ინფორმაციისთვის და სიახლეების გასაცნობად იხილეთ  კინოფესტივალის   ვებ-გვერდი - www.biaff.org   და ფეისბქუქ გვერდი - www.facebook.com/biaffbatumi

კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერია.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები