აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმში არტფესტივალი “ARGANI” მეორედ იმართება

25 აგვისტო, 2017

26-27 აგვისტოს, ბათუმის ექვსი მაისის პარკში სტარტს აიღებს Art-Handmade ფესტივალი ARGANI. შაბათ-კვირას ბათუმი გადაიქცევა შემოქმედების ცენტრად. მხატვრები, ხელნაკეთი ნივთების ოსტატები, მუსიკოსები და  შემოქმედებითი ადამიანები მთელი საქართველოდან შეიკრიბებიან და თავიან შემოქმედებას საზოგადოებას გააცნობენ.

 

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართველი და უცხოელი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კვებისა და განტვირთვის ზონა, ნიჭიერი ფოტოგრაფებისა და მხატვრების გამოფენა. ასევე, უფასო მასტერ-კლასები უფროსებისთვის: ხატვა, ვოკალი, ცეკვები, იოგა. უფასო მასტერ-კლასები ბავშვებისთვის: თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრი, ხელოვნების სხვადასხვა სახეობა. შაბათს მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს გაართობენ Globe International School Batumi-ს ანიმატორები. საღამოობით კი სტუმრები ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების კონცერტებსა და ცეცხლოვან შოუს დაესწრებიან.

ფესტივალი წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკვე მეორედ ტარდება. მისი ორგანზატორია პროდიუსერული კომპანია „GO MAMONTS”.  


კალენდარი

<<
<თებერვალი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
052930311234
06567891011
0712131415161718
0819202122232425
092627281234
10567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები