აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კლასიკური მუსიკის ფესტივალი

26 აგვისტო, 2017

2-8 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი ''ლირა'' ბათუმის რიგით მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს  BATUMI MusicFest გამართავს.  წელს ფესტივალი იუნესკოს მაღალი პატრონაჟით პირველად ტარდება. ფესტივალის პროგრამა და სიახლეები დღეს იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნო.

 

ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, ელისო ბოლქვაის მოწვევით, ბათუმს ესტუმრებიან მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები. 7 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაც მას აძლევს განსაკუთრებულ იდენტურობას და მნიშვნელობას. მასტერკლასების ფორმატში ხვდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეულიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ფინანსდება ფესტივალის მიერ. 7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები.

დაგეგმილია ასევე, საქართველოს განათლების სამინისთროსთან ერთად, მუსიკალური არტ-ბანაკის შექმნა ფესტივალის ფარგლებში.

ფესტივალი არის ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი

ფესტივალის ჩატარების ადგილი: ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდი საკონცერტო დარბაზი

  • 2 სექტემბერი - შაბათი 19:00 საათიბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.

  • 3 სექტემბერი - კვირა 19:00 საათი, ლისტის კამერული ორკესტრი.

  • 4 სექტემბერი - ორშაბათი 19:00 საათიბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.

  • 5 სექტემბერი - სამშაბათი 19:00 საათი, ქართული ფოლკლორის საღამო.

  • 6 სექტემბერი - ოთხშაბათი 18:00 საათი, იტალიის საელჩოს მაღალი პატრონაჟით.

  • 7 სექტემბერი - ხუთშაბათი 19:00 საათიბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.

  • 8 სექტემბერი - პარასკევი 19:00 საათი, საერთაშორისო ფონდ SOS Talents-ის გალა კონცერტი.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები