აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

საინვესტიციო ფორუმი „აჭარა-მოგილოვი“

05 სექტემბერი, 2017

➢სასტუმრო “რედისონში“, ბიზნეს ფორუმი „აჭარა-მოგილოვი“ ჩატარდა.

➢ფორუმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გახსნა. შეხვედრას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მოგილოვის ოლქის ხელმძღვანელი ვლადიმერ დომანევსკი ოფიციალური დელეგაციის წევრებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

➢"მიმდინარე წლის ივლისში მოგილოვის ოლქში, აჭარის ა.რ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გაიმართა, სადაც თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც 2017-2019 წლებში ორმხრივი ურთიერთობების სამოქმედო გეგმას მოიცავს. 
ორი ქვეყნის ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, 2016 წლის მონაცემებით, ბელარუსთან სავაჭრო ბრუნვა 76,21 მლნ დოლარს შეადგენს და წინა წელთან შედარებით 85%-ით არის გაზრდილი.
ყოველ წელს სულ უფრო მეტი ბელარუსი ვიზიტორი ინტერესდება აჭარით. 2017 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, აჭარაში ბელარუსიდან ვიზიტორთა რიცხვი, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის გაზრდილი.

მჭიდრო სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბელარუსის რესპუბლიკა, კონკრეტულად მოგილოვის ოლქი, ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ვიმედოვნებ დღევანდელი შეხვედრა იქნება წარმატებული და ნაყოფიერი და ჩვენი მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო ინტენსიური გახდება"-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

➢ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გამართა.

➢ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს.

➢ფორუმის მონაწილეები აჭარის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პოტენციალს გაეცნენ.

➢ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და ბელარუსში წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომამდგენლები ესწრებოდნენ.

➢ფორუმის ფარგლებში ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

➢აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მოგილოვის რეგიონალური განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ქართველ მეწარმეებს თავიანთი პროდუქტის ბელარუსის ბაზარზე გატანის შესაძლებლობას მისცემს. განვითარების სააგენტო მეწარმეებს ახალი პარტნიორების პოვნაში ხელს შეუწყობს, გარდა ამისა საკანონმდებლო კუთხით კონსულტაციებს გაუწევს და საჭირო ლიცენზიების მოპოვებაში დაეხმარება.

➢ბიზნეს ფორუმს აჭარის ა.რ მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვა ოფიციალური პირები და კერძო სექტორის ჯამში 100 წარმომადგენელი ესწრებოდა.

➢2016 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, აჭარის ა.რ და მოგილოვის ოლქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
➢2017 წლის 7-9 ივლისს, მოგილოვის ოლქში, აჭარის ა.რ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გაიმართა, სადაც 2017-2019 წლებში მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გეგმის განხორციელებაზე თანხმობას მოეწერა ხელი.
➢2017 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ბელარუსიდან ვიზიტორთა რიცხვი 25 000 შეადგენს და წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი.
➢2017 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, აჭარაში ბელარუსიდან ვიზიტორთა რიცხვი, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის გაზრდილი.
➢ბელარუსიდან ზაფხულის სეზონზე, კვირაში სულ 14 პირდაპირი ფრენა შესრულდა, მათ შორის 7 ბათუმის მიმართულებით.
➢2016 წელს აჭარიდან ბელარუსში 116 ტონა მანდარინის ტრანსპორტირება განხორციელდა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები