აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ტელეკომპანია ევრონიუსი ბათუმს გადაცემას უძღვნის

06 სექტემბერი, 2017

პოპულარული ტელეკომპანია ევრონიუსი ბათუმს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. გადაცემა „მეტროპოლიტანი“-ს მეშვეობით ბათუმის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას, გასტრონომიასა და ქალაქის თანამედროვე სახეს მილიონობით მაყურებელი გაეცნო.

 

ევრონიუსის ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული საინტერესო გადაცემა „ბათუმი - სტრატეგიული პორტიდან აქტიურ საზღვაო კურორტამდე“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში გაკეთდა.  ევრონიუსის გადამღები ჯგუფი პრესტურით რეგიონს ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე სტუმრობდა, რომლის დროსაც ტელეკომპანიამ კიდევ ერთი გადაცემა შავი ზღვის ჯაზფესტივალის შესახებ მოამზადა.

 

„წელს, ბათუმისა და ზოგადად, რეგიონის რეკლამირებას აქტიურად ვეწევით ისეთი პოპულარული ტელეკომპანიებით, როგორიცაა ევრონიუსი. გარდა აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებისა, რომლებიც უკვე ორი თვეა ტრიალებს ტელეკომპანიის ეთერით, მომზადდა სპეციალური გადაცემები ჩვენი ქალაქის შესახებ. შესაბამისად, 200-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს სამიზნე ქვეყნებში ეცნობიან ჩვენს ტურისტულ პოტენციალს და ეს ბუნებრივია, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის, რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას. ჩვენი სატელევიზიო რეკლამა ტრიალებს ტელეკომპანია BBC-ის ეთერშიც და ვაგრძელებთ სხვა პოპულარულ ტელეკომპანიებთან მოლაპარაკებებსაც, განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

ევრონიუსის ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-მისამართზე - www.euronews.com/batumi

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები