აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

07 სექტემბერი, 2017

ხვალ, აჭარაში, სასტუმრო შერატონში, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. მსგავსი მასშტაბისა და თემატიკის კონფერენცია რეგიონში პირველად ტარდება. 7 ქვეყნის 150-ზე მეტი უცხოელი და ქართველი ტურიზმის დარგის სპეციალისტი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებს ორი დღის განმავლობაში განიხილავს. კონფერენციის მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და სოფლის ტურიზმის დარგში დანერგვაა.

 

კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ პრეზენტაციებს, მოხსენებებს, სემინარებსა და დისკუსიებს სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ. ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის EUROGITES  წევრი ორგანიზაციები და საოჯახო-სასტუმრო სახლების მფლობელები კი სტუმრებს ლიტვას, თურქეთის, მოლდოვას, საფრანგეთისა და უკრაინის გამოცდილებას გააცნობენ. მოეწყობა გაცნობითი პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე.

 

კონფერენციის ძირითადი თემებია:


  • სოფლის ტურიზმი - არსებული სიტუაცია და განვითარების ტენდენციები
  • სოფლის ტურიზმის დარგში საუკეთესო გამოცდილება და გამოწვევები
  • ინოვაციები ტურიზმში
  • ღვინის წარმოებისა და ღვინის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები
  • სოფლის ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები
  • სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები და კატეგორიზაცია


კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის დარგის ექსპერტები, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ორგანიზაციების, საოჯახო-სასტუმრო სახლების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ტურისტული სააგენტოების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაესწრებიან.

 

კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. სააგენტო 2015 წლიდან გაერთიანებულია ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციაში, რომელიც 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს.  

 

იხილეთ კონფერენციის პროგრამა


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები