აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძე სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

08 სექტემბერი, 2017

ამ წუთებში სასტუმრო შერატონში სოფლის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

ქართველი და უცხოელი ტურიზმის დარგის სპეციალისტები სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებს განიხილავენ.

შეხვედრის ფარგლებში ტურიზმის სფეროს ექსპერტები სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ პრეზენტაციებს მართავენ.

კონფერენციას აჭარის ა.რ მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 7 ქვეყნის სულ 150-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

კონფერენციაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის EUROGITES წევრი ორგანიზაციები და საოჯახო-სასტუმრო სახლების მფლობელები იმყოფებიან,რომლებიც სტუმრებს სოფლის ტურიზმის მიმართულებით საფრანგეთის, უკრაინის, თურქეთის, მოლდოვას, ლიტვას, გამოცდილებას გააცნობენ.

კონფერენციის ძირითადი თემებია: 
• სოფლის ტურიზმი - არსებული სიტუაცია და განვითარების ტენდენციები
• სოფლის ტურიზმის დარგში საუკეთესო გამოცდილება და გამოწვევები 
• ინოვაციები ტურიზმში
• ღვინის წარმოებისა და ღვინის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და სხვა

ღონისძიების ფარგლებში აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე ვიზიტები არის დაგეგმილი.

კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით წელს პირველად იმართება. სააგენტო 2015 წლიდან ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციაშია გაერთიანებული, რომელიც 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს.

სოფლის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები