აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

2018-2021 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა

15 სექტემბერი, 2017

დღეს საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ‎2018-2021 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. პროგრამების შესახებ პრეზენტაცია დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა გამართა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის ბიუჯეტი მომავალი 4 წლის პროგნოზით მზარდია და 2018 წლისთვის 56 მილიონამდე აღწევს. მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება გაიზრდება, რაც ასფალტობეტონის საფარის, ახალი ხიდების, საყრდენი კედლების, დამცავი გაბიონების, სამელიორაციო სისტემების და ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. არჩილ ჩიქოვანმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

კალენდარი

<<
<იანვარი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
011234567
02891011121314
0315161718192021
0422232425262728
052930311234
06567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები