აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო!

16 სექტემბერი, 2017

15-17 სექტემბერს მთელს მსოფლიოში ტარდება გარემოსდაცვითი კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელსაც საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. 2010 წლიდან საქართველო ამ კამპანიის მუდმივი მონაწილეა და მასში დღეისთვის 135 ქვეყანაა ჩართული.

16 სექტემბერს ამ კამპანიის ფარგლებში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ორგანიზება გაუკეთა დასუფთავების აქციას. გარემოს დამცველებთან ერთად მასში ჩართულები იყვნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“, ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტები და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეკო-კლუბ „ცისნამის“ აღსაზრდელები.

ნარჩენებისგან გაიწმინდა ბენზე-ბარცხანის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია. 


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები