აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარას მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა

18 სექტემბერი, 2017

აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია. მიმდინარე წლის, იანვარ-აგვისტოში რეგიონს ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით  1 021 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია პოპულარულ ტურისტულ ადგილებშიც.  ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების სიმრავლის მხრივ გამორჩეულია. მას მხოლოდ ივნის-აგვისტოში, გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტი, 160 259 ტურისტი სტუმრობდა. აქედან განსაკუთრებით ბევრი 73 523 სტუმარი კი ბაღმა აგვისტოში მიიღო. ჯამში კი, 8 თვის მონაცემებით,  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია 35%-ით მეტი, 198 259 ვიზიტორი იმყოფებოდა. 

სტუმრების სიმრავლე შეინიშნებოდა ბათუმის დელფინარიუმშიც. რეგიონში ტურისტებისთვის საყვარელ ადგილს მხოლოდ ზაფხულში 143 885 (+14%) ვიზიტორი სტუმრობდა. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებით დატვირთული იყო აგვისტო - 71 853 ვიზიტორი. ჯამში, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით დელფინების შოუს 15%-ით მეტი 158, 894 ვიზიტორი დაესწრო. აღსაღნიშნავია, რომ დელფინების შოუ ივლისსა და აგვისტოში დღეში სამჯერ იმართებოდა. სტატისტიკურ მონაცემებში არაა შეყვანილი ბავშვები, შშმ პირები და დელფინებთან ცურვის მსურველები.

ზაფხულში 22%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ივნის-აგვისტოში  ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 49 886 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 8 თვის მონაცამებს, ის 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და 59 073 ადამიანს შეადგენს.

ბათუმის საბაგიროც იმ ტურისტულ ადგილებს მიეკუთვნება,  სადაც ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა. ივნის-აგვისტოში, საბაგიროს სერვისით 19%-ით მეტმა 190 343-მა ვიზიტორმა ისარგებლა. 8 თვის მონაცემებით კი საბაგიროს 214 602 (+12%) ვიზიტორი სტუმრობდა.

მიმდინარე წლის ზაფხულში 28 047 (+20%) ვიზიტორი სტუმრობდა მტირალას ეროვნულ პარკს, რომელიც ყველაზე მეტი პოპულარობით უცხოელ ტურისტებს შორის სარგებლობს. 31%-ით გაზრდილია 8 თვის მონაცემებიც, რაც 35 571 სტუმარს გულისხმობს. მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს თავგადასავლებისა და ლაშქრობის მოყვარულებისთვის საუკეთესო  ადგილია. პარკი ვიზიტორებს გარდა ულამაზეს ბუნებაში მოგზაურობისა, ზიპლაინის სერვისსა და საკემპინგე მომსახურებას სთავაზობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები