აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

უკრაინული ტურისტული სააგენტოების ინფოტური აჭარაში

28 სექტემბერი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების მენეჯერები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები რეგიონის ტურისტულ და სასტუმრო იფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშენიშნაობებს ეცნობიან. 

ინფოტურის მონაწილეებს რეგიონის გაცნობის მიზნით უკვე ჩაუტარდათ პრეზენტაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტული გარემოს შესახებ. იქვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. უკრაინელი სტუმრები რეგიონს ოთხი დღით სტუმრობენ. 
 
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში რეგიონს გარე რეკლამებით, რეიტინგულ მედიაში სარეკლამო სტატიებით, რეპორტაჟებითა და გამოფენებში მონაწილეობით უწევს პოპულარიზაციას. წელს, რეგიონის კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 18-20 ოქტომბერს, კი დეპარტამენტი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები