ბათუმში, ყინულის სასახლეში, მე-7 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2017” გაიხსნა.
გამოფენაში ქართული და უცხოური კომპანიები იღებენ მონაწილეობას. ისინი სამი დღის განმავლობაში საკუთარ პროდუქციას მომხმარებლებს გააცნობენ.
გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენა ბათუმში კომპანია “GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით წელს მე-7 იმართება. „Agro Batumi 2017” 1 ოქტომბერს დაიხურება.