აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

მდინარეების მსოფლიო დღე

29 სექტემბერი, 2017

  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა უწყებებმა 2005 წელს  სექტემბრის ბოლო კვირა გამოაცხადეს მდინარეების  მსოფლიო დღედ, ამ დღის აღნიშვნით ხაზი გაუსვეს მდინარეების ფასეულობას, რათა აემაღლებინათ საზოგადოების ცნობიერება.

   აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ორგანიზება გაუკეთა ეკო საგანმანათლებლო შეხვედრას. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის კლუბ ,,ცისნამის“ აღსაზრდელები აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში  გაეცნენ სამუშაო პროცესს, რომელიც ხორციელდება ზედაპირული წყლის ხარისხის მონიტორინგისას.

   მოსწავლეები გაეცნენ ეტაპებს რომელიც მიმდინარეობს წყლის სინჯის აღებიდან ანალიზის შედეგების მიღებამდე. დაათვალიერეს ლაბორატორია სადაც ხდება ზედაპირული წყლის სინჯის ქიმიური კვლევა სხვადასხვა ინგრედიენტებზე  ( pH, ამიაკი, ნიტრატები, ქლორიდები და სხვა), დაესწრნენ უშუალოდ ანალიზის ჩატარების პროცესს და მიიღეს ზოგადი ინფორმაცია სინჯების აღებისა და ანალიზის მეთოდოლოგიის შესახებ.

  აღნიშნულ მონიტორინგს აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს სსიპ ლაბორატორიული კვლევის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე  სამმართველოს გარემოსდაცვითი ქვეპროგრამის ,,აჭარის სანაპირო ზოლის ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი ‘’-ს ფარგლებში.

 


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები