აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 12 ენოვანი ვებპლატფორმა შექმნა

30 სექტემბერი, 2017

აჭარის შესახებ ინფორმაციას ტურისტები 15 ენაზე მიიღებენ. დღეიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვებგვერდზე gobatumi.com   მასალები ქართულ, ინგლისურ და რუსული ენებთან ერთად 12 ენაზე განთავსდება. რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და პოტენციალს ტურისტები სპარსულ, ებრაულ, გერმანულ, ესტონურ, ლიტვურ, ლატვიურ, პოლონურ, ასევე არაბულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გაეცნობიან.

 

დღეიდან ჩვენს სამიზნე ქვეყნებში ტურისტებსა და ვიზიტორებს ინფორმაციის მიღება მათსავე მშობლიურ ენაზე შეეძლებათ. აღნიშნული სიახლე გაუადვილებს ვიზიტის დაგეგმვას როგორც ტურისტს, ასევე ტურისტულ სააგენტოებს. ინტერნეტი თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებულ როლს თამაშობს და შესაბამისად ჩვენ  ვცდილობთ ონლაინ სივრცეში მაქსიმალურად მოქნილი, მარტივი და ეფექტური პლატფორმები შევქმნათ. ამ კუთხით ბევრი სიახლე გვაქვს კიდევ დაგეგმილი, ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 40% ვხარჯავთ სოციალურ მედიასა და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებზე მსოფლიოს 16 ქვეყანაში,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.   

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის შეკვეთით, ოფიციალური ვებგვერდის Gobatumi.com 12 ენოვანი ვებ-პლატფორმა სარეკლამო კომპანიამ „შინდი“ დაამზადა. აღნიშნულ პროექტში ჩართული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები