აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმის ფრინველების საიმიგრაციო დერეფანში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა

02 ოქტომბერი, 2017

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი კონფერენციით დასრულდა. როგორც კონფერენციის დახურვაზე აღინიშნა, ფრინველებზე დაკვირვების 2017 წლის სეზონი აჭარაში განსაკუთრებული იყო.

 

ორგანიზაცია BRC (ბიარსი)-ის წარმომადგენელის იოანეს იანსენის ინფორმაციით წელს, ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა. აღირიცხა 1591 მდელოს ბოლობეჭედა, მათ შორის 400 მხოლოდ ერთ დღეს, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია და ბათუმი ერთადერთი ადგილია მსოფლიოში სადაც ამის ნახვაა შესაძლებელი. ასევე აღირიცხა დიდი რაოდენობით კრაზანაჭამია ირაო და ძერა.

 

„წელს, ბათუმში მტაცებელ ფრინველებზე  დასაკვირვებლად მეცნიერები, მოხალისეები და ტურისტები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან ეწვივნენ. ჯამში, რეგიონს ფესტივალის ფარგლებში 250-ზე მეტი ფრინველებზე დაკვირვების სპეციალისტი და მეცნიერი სტუმრობდა. მათ შორის,  მსოფლიო დონის ორნითოლოგები ბელგიიდან, ჰოლანდიიდან და ინგლისიდან. ფესტივალის ფარგლებში 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ტარდებოდა ყოველდღიური გასვლითი ექსკურსიები გადამფრენი ფრინველების პლატფორმებზე, საღამოობით კი იმართებოდა ლექციები და სემინარები,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

 

ზოგადად, შემოდგომის მიგრაციის პერიოდში ბათუმის სამიგრაციო დერეფანში მილიონზე მეტი ფრინველი ფიქსირდება. ამ ეტაპისთვის დათვლილია 850 000 მტაცებელი ფრინველი.  აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების სეზონი 16 ოქტომბრამდე გრძელდება.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები