აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს

03 ოქტომბერი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევას აწარმოებს. კვლევა რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტების, გიდებისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასებას ითვალისწინებს. სერვისის კვლევა ონლაინ სივრცესა და საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Gobatumi.com და facebook გვერდზე visitbatumiგანთავსებულია სპეციალური კითხვარი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირველ დეკემბრამდე, აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსიროს.

კითხვარი სამენოვანია და მისი შევსების შესაძლებლობა უცხოელ ტურისტებსაც აქვთ. ამობეჭდილი კითხვარები რეგიონში მდებარე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია განთავსდებული. ის ასევე დაეგზავნება რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის სექტორში მოქმედ კერძო კომპანიებსა და პირებს. კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში. კვლევისას გამოკვეთილი ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს დეპარტამენტი ასევე წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2017“, რომელიც  ბათუმში დეკემბერში გაიმართება.

>>ონლაინ კვლევის ლინკი<<


კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები