აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

03 ოქტომბერი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Jata Tourism Expo Japan 2017“ წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა. აჭარის რეგიონი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში, რომელშიც 130 ქვეყნის 1310 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს მეორედ იყო წარმოდგენილი. გამოფენას სამი დღის განმავლობაში 191 500 ვიზიტორი სტუმრობდა.

გამოფენის ვიზიტორები აჭარის შესახებ მომზადებული სარეკლამო-საპრომოციო მასალების გაცნობისას ძირითადად, სამთო-სათხილამურო კურურტით, ღვინითა და  სოფლის ტურიზმის დაინტერესდნენ.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ფრანქფურტის, დუბაის, ბერლინის, ვილნიუსის, თელავივის, რიგის, ტალინისა და ვროცლავის ტურისტულ გამოფენებზე. წლის ბოლომდე, დეპარტამენტი დამატებით 4 გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. 2017 წელს, აჭარის სარეკლამო კამპანიები 16 სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები