აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ტრანსპორტის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია

14 სექტემბერი, 2017

ამ წუთებში სასტუმრო „ჰილტონში“ მე-4 საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2017“ მიმდინარეობს. კონფერენცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფნის ახალი ტვირთები და პერსპექტივები, კასპიის და შავი ზღვის რეგიონში ტვირთბრუნვის დინამიკის რეფორმაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა,სატარიფო პოლიტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. კონფერენციას 15 -ზე მეტი ქვეყნის 130 დელეგატი ესწრება, რომლებიც ნავთობისა და სატრანპოსრტო-ლოჯისტიკურ კომპანიებს, ასევე ნავთობგადამამუშავებელ და საწვავის მომხმარებელ ქვეყნებს წარმოადგენენ. მე-4 საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2017“ საქართველოს რკინიგზისა და აჭარის ა.რ მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. შეხვედრა დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.

კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები