აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ქედის ტურისტულ მარშრუტს ახალი ობიექტი "აჭარის ველის" შეემატა

04 ოქტომბერი, 2017

ქედაში, ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტურისტულ მარშრუტთან - თამარის ხიდთან, "KTW" ჯგუფის საფირმო მაღაზია „აჭარის ველი“ გაიხსნა. ქედის ღვინის ქარხნისა და "KTW" ჯგუფის პროდუქცია ტურისტებისათვის მიმზიდველ გარემოში იქნება წარმოდგენილი. ახალი ტურისტული ობიექტის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარ ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ტურისტებისათვის დამატებითი სერვისის შექმნის საქმეში „აჭარის ველის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულება ქედის მუნიციპალიტეტია, სადაც ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერის, თამარ მეფის თაღოვანი ხიდისა და ღვინის მარნების სანახავად დადიან. „ქართული ღვინის ახალი კუთხე ხელს შეუწყობს ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის მიმართ ინტერესის გაზრდას, ტურისტებისათვის ადგილობრივი პროდუქციის ხელმისაწვდომობას და პოპულარიზაციას“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ახალი ტურისტული ობიექტი კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობას“ ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძეა. მისი თქმით, საფირმო მაღაზია „აჭარის ველი“ - ეს იქნება ერთ სივრცეში წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, სადაც მოსულ ტურისტს საშუალება მიეცემა ერთის მხრივ გაეცნოს 8000 წლოვანი ღვინის წარმოების ისტორიას, მეორე მხრივ დააგემოვნოს და ადგილზე შეიძინოს იგი. „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანიაა საქართველოში. ქედაში კომპანია უნიკალური ვაზის ჯიშის ღვინოს „ჩხავერს“ აწარმოებს. „KTW ჯგუფის” პროდუქცია სახელწოდებით „ნენა“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები