აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მთავრობის წარმომადგენლები ჩინეთის სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

06 ოქტომბერი, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ავთანდილ მესხიძესთან და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ილია ნაკაშიძესთან ერთად ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუმარს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრას საელჩოს მდივანი დენგ სუგუანგი და კონსული ლი ჭუო ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ელჩმა საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, განსაკუთრებული პოპულარობით კი ქართული ღვინო სარგებლობს. შეხვედრაზე განათლებისა და კულტურის სფეროებში უკვე დაწყებული თანამშრომლობა განიხილეს. ჩინურმა მხარემ ჩინური ენის კურსების გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის სურვილი გამოთქვა, რაშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე კერძოდ, სამომავლოდ, რეგიონის ციტრუსის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობაზე გაამხვილა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 28-29 ნოემბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ (“Tbilisi Belt and Road Forum”) გაიმართება, რომელიც ვაჭრობას და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საჯარო უწყებების სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები