აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარაში ისტორიული პროექტი-მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება დაიწყო

10 ოქტომბერი, 2017

აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყების ცერემონია შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში გაიმართა. ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად დაესწრო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და პროექტის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მთის განვითარებაზე ზრუნავს და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, როგორიცაა: ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, კურორტ „გოდერძის“ განვითარება, გოდერძის სუბალპური ბაღის მშენებლობა და კურორტ „ბეშუმის“ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გაზსადენის დანიშნულება სამი მუნიციპალიტეტის: ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაა. გაზსადენის ტრასა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას. გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია. სამუშაოებს შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ტერიტორიაზე 508 000 გრძ/მ სიგრძის სამუშაო აქვს შესრულებული. კომპანიას ბათუმი-ქედის მონაკვეთის სამუშაოებზე 75 თანამშრომელი ყავს დასაქმებული.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები