აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

კურორტ "გოდერძიზე" ახალი შიდა გზის მოწყობა დასრულდა

16 ოქტომბერი, 2017

►კურორტ "გოდერძი"-ზე დაახლოებით 2 კილომეტრი შიდა გზის მოწყობა უკვე დასრულდა. გზაზე განათება სიმბოლურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჩართო.

►პროექტის დეტალები მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძეს შპს "გოდერძი რიზორტსის" დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ გააცნო.

►1761 მეტრი სიგრძის სრულიად ახალი შიდა გზის მოწყობა კურორტის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში განხორციელდა. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს. 1761 მეტრზე გარე განათების ბოძები დამონტაჟდა და სანიაღვრე არხები მოეწყო. ასევე კურორტზე უკვე არსებული 500 მეტრიანი გზის მონაკვეთზე განათების ბოძების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. საინვესტიციო პროექტების დასრულების შემდეგ აღნიშნული გზის მონაკვეთის მოშანდაგება და ბეტონის საფარით დაფარვაა დაგეგმილი.

►ამ ეტაპზე ობიექტზე 40-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბონდი 2009“ განახორციელა. აღნიშნული პროექტისთვის შპს „გოდერძი რიზორტის“ ბიუჯეტიდან 2 049 000 ლარი დაიხარჯა.

►პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან, დამატებით ახალი შიდა გზის 1300 მეტრიანი მონაკვეთის მოწყობა დაიწყება, რომელიც ასევე სანიაღვრე არხების, განათების ბოძებისა და ბორდიურების გაკეთებას ითვალისწინებს.


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები