აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვში ყურადღების ცენტრშია

18 ოქტომბერი, 2017

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. გამოფენა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიხეილ კოპლატაძემ ლვოვის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. გამოფენის სტუმრებთან სიტყვით მიმართვისას კოპლატაძემ აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და ორქვეყანას შორის მეგობრობას გაუსვა ხაზი

აჭარა ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორები გარდა რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებისა საიმიჯო ვიდეოკლიპებსა და სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს ეცნობიან.

დღესვე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტურსააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრეს. სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება აჭარის საზღვაო კურორტებთან ერთად სამზარეულომ და ღვინის ტურიზმმა მიიპყრო.

გამოფენის ფარგლებში ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ავიაკომპანიებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურპაკეტების შემუშავებითა და ჩარტერული რეისების დანიშვნით არიან დაინტერესებულები.

გამოფენა 18 ოქტომბერს დაიწყო და 20 ოქტომბერს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი წელს 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები