აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო

19 ოქტომბერი, 2017

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მშენებლობის სერტიფიკატს მოაწერეს ხელი და საძირკველს ჩაუყარეს საფუძველი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემდეგ სასწავლო წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით შეხვდება.

200 მობინადრეზე გათვლილი სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობა ბათუმში, ლეონიძის ქ. N15-ში დაიწყო და 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტით, სტუდენტთა ახალი საერთო საცხოვრებელი თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს შეესაბამება. შენობის მიწისზედა სამ სართულზე როგორც საქმიანი ნაწილი – დაცვის ოთახი, ადმინისტრაცია, სამრეცხაო-საშრობი, საკონფერენციო დარბაზი, ასევე საცხოვრებლის ბლოკები განთავსდება. პროექტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. შენობაში შშმ პირებისთვის ლიფტი განთავსდება.

2018 წლის გაზაფხულზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო სპორტული კომპლექსისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობაც დაიწყება.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები