აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა

20 ოქტომბერი, 2017

►ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა.

►ელექტრონული ტენდერი ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.

►სტადიონი ბუნებრივსაფარიანი იქნება. სპორტული მოედანი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. 
►სტადიონის მშენებლობის ტენდერი 19 ოქტომბერს გამოცხადდა. განცხადებების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 101 700 000 ლარს შეადგენს.

►“ჩვენ ეხლა ქალაქის იმ ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც მალე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი აშენდება. პროექტზე, რომლისადმიც საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესია, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. კერძოდ, უკვე გამოცხადდა მშენებლობის ტენდერი,რაც ნიშნავს იმას,რომ ამ სამართლებრივი პროცედურის დასრულების შემდეგ უშუალოდ სტადიონის მშენებელობა დაიწყება და ყველანი ერთად აჭარისთვის და არამხოლოდ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პროექტს ჩავუყრით საფუძველს.
ეს პირობა ჩვენ მივეცით სპორტსმენებს, სპორტის გულშემატკივრებს, მთელს საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქს მალე აუცილებლად ექნება მაღალი დონის საფეხბურთო სტადიონი”- განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

►სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. 
►იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება. 
►სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. 
►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მოადგილეებთან და შპს „სტადიონის“ დირექტორთან სულხან ხალვაშთან ერთად იმ ტერიტორიასთან იმყოფებოდა, სადაც მალე საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს. ადგილზე ასევე ბათუმის “დინამოს“ პრეზიდენტი ოთო ფედიჩკინი და ფეხბურთის ფანკლუბის წევრები იმყოფებოდნენ. 
►მინისტრს სტადიონის პროექტის განმახორციელებაში ჩართულმა მხარეებმა მიმდინარე ეტაპის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


ტენდერის შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები