ხის დარგვის საერთაშორისო დღე
20 ოქტომბერი, 2017
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო
დღეა.
ამ
თარიღთან დაკავშირებით დღეს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამმართველომ და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ ქობულეთში სოფ. თიკერში
გამწვანების ღონისძიება განახორციელა.
აქციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომლებმა და ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მეტყევეებთან ერთად დარგეს 500-მდე
თიკერის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ფიჭვის ნერგი. მოზარდებს
ჩაუტარდათ ლექცია ნერგის დარგვის, მოვლისა და მნიშვნელობის შესახებ რომლის დასრულების
შემდეგაც გადაეცათ სატყეო სააგენტოს ლოგოთი გაფორმებული მაისურები და კეპები.
ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი გამწვანების მასშტაბური კამპანია მიზნად
ისახავს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას მოსწავლე-ახალგაზრდობაში და ზოგადად საზოგადოებაში.