აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ესტონეთში ბიზნეს ფორუმს ესწრება

27 ოქტომბერი, 2017

►ესტონეთის რესპუბლიკა, ქალაქი ტალინი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-4 ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. 
►შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულედმა გახსნა. ►ფორუმზე აღმოსავლეთ პარტნიორობა - პოლიტიკური და ეკონომიკური პერსპექტივები, ვაჭრობა, აღმოსავლეთ ევროპის საინვესტიციო პოტენციალი, ახალი ელქტრონული/ინოვაციური პროგრამები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. 
►ბიზნეს ფორუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჭეიშვილი დასამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. დეპარტამენტის უფროსმა დღეს ესტონეთის საინვესტიციო სააგენტოს საინვესტიციო მრჩევნლთან კასპარ კორკთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი ესტონეთის საინვესტიციო მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. 
►აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმში 20 ქვეყნის 500-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. 
►ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები (B2B) და სემინარები, სადაც მხარეები ერთობლივი პროექტების განხორციელების და პარტნიორობის საკითხებს განიხილავენ. 
►ფორუმს ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ტრანსპორტის საკითხებში სიმ კალასი, ევროპიის ინოვაციის აკადემიის პრეზიდენტი ალარ კოლკი, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი, სხვა ოფიციალური პირები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან. 
►ტალინში სამდღიანი ბიზნეს ფორუმი დღეს დაიხურება.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები