აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ესტონური ტელეკომპანია “ Canal 2” აჭარას გადაცემათა ციკლს უძღვნის

27 ოქტომბერი, 2017

აჭარის შესახებ ესტონეთში წამყვან ტელეარხზე „ Canal 2” თემატური რეპორტაჟები გადის. გადაცემა „Reporter”, რომელიც ესტონეთში ყოველდღიურად, საღამოს 7 საათზე გადაიცემა რეგიონის თითოეულ ტურისტულ პროდუქტს ვრცელ მასალას უძღვნის. გადაცემის სპეციალურ სამოგზაურო ბლოგში უკვე გავიდა რეპორტაჟები დელფინარიუმის, ღვინის ტურიზმისა და ბათუმის შესახებ. ნოემბრის პირველ კვირამდე კი ტელეარხი დამატებით  7 რეპორტაჟის გაშვებას გეგმავს, რომლებიც თემატურად მთიან აჭარას, კულინარიას, ფოლკლორსა და ზოგადად, აჭარაში მოგზაურობას დაეთმობა.

 

ტელეკომპანიის ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით  სტუმრობდნენ. დეპარტამენტმა  რეგიონის პოპულარიზაცია ესტონეთში წელს დაიწყო, რაც გარე რეკლამას, ონლაინ რეკლამასა და პრეს-ინფოტურების ორგანიზებას ითვალისწინებდა.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები