აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

2017 წლის 3 კვარტლის ბიუჯეტი 20,1 პროცენტი გადაჭარბებით შესრულდა

31 ოქტომბერი, 2017

►2017 წლის 3 კვარტლის ბიუჯეტი 20,1 პროცენტი გადაჭარბებით შესრულდა და 205 471 800 ლარი შეადგინა. 
►2017 წლის სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 171 037 400 ლარით განისაზღვრა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (150 107 500 ლარი) შედარებით შემოსულობების ფაქტიური შესრულება 55 364 300 ლარით, ანუ 36,9 პროცენტით არის გაზრდილი. 
►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში მთავრობის სხდომაზე დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარადგინა. 
►მინისტრმა ბიუჯეტში შემოსავლების, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ეს მაჩვენებელი რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებაზე მიუთითებს.

►აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები

აჭარის ა.რ 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შემოსავლები 21,3 პროცენტი გადაჭარბებით შესრულდა. გეგმა 153 439 800 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 186 129 800 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (139 702 800 ლარი) შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება 46 427 000 ლარით, ანუ 33,2 პროცენტით არის გაზრდილი.

►გადასახადები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის გადასახადები 20,9 პროცენტი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ა.რ 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 89,6 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს მოიცავს.

2017 წლის სამი კვარტლის საშემოსავლო გადასახადის გეგმა 137 908 200 ლარით განისაზღვრათ, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 166 798 700 ლარი, გეგმის 120,9 პროცენტი შეადგინა. 
2017 წლის 3 კვარტლის საშემოსავლო გადასახადი 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (129 424 800 ლარი) 37 373 900 ლარით, 28,9 პროცენტით არის გაზრდილი.
სხვა შემოსავლები

►შემოსავლები
ბიუჯეტის 2017 წლის სამი კვარტლის სხვა შემოსავლები 24,5 პროცენტი გადაჭარბებით შესრულდა. გეგმა 15 531 600 ლარით განისაზღვრა, ხოლო შესრულება 19 331 200 ლარს, ანუ გეგმის 124,5 პროცენტს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (10 278 000 ლარი) შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება 9 053 200 ლარით, ანუ 88,1 პროცენტით არის გაზრდილი.

►არაფინანსური აქტივების კლება

ბიუჯეტის 2017 წლის სამი კვარტლის არაფინანსური აქტივების კლება 12,0 პროცენტი გადაჭარბებით შესრულდა. გეგმა 14 492 600 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 16 23 900 ლარი, ანუ გეგმის 112,0 პროცენტი შეადგინა.

►ფინანსური აქტივების კლება
შ.პ.ს. „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ 100,0 პროცენტიანი და ს.ს „დასასვენებელი სახლი შუქურას“ 99,96 პროცენტიანი წილის გაყიდვიდან, ანუ ფინანსური აქტივების კლებიდან (გაყიდვა) მიღებული შემოსავლები 3 105 000 ლარს შეადგენს.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები
2017 წლის სამი კვარტლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის დაზუსტებული გადასახდელები 182 026 300 ლარს შეადგენს, ხოლო ფაქტიური დაფინანსება 164 731 800 ლარია, რაც გეგმის 90,5 პროცენტია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოსთვის 2017 წლის სამ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა ასიგნებებმა 3 735 800 ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 3 482 900 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 93,2 პროცენტია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიისათვის 2017 წლის სამი კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი 471 000 ლარის ასიგნება დაფინანსებულია - 441 500 ლარით, რაც გეგმის 93,7 პროცენტია.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მასთან არსებული ორგანიზაციები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და მასთან არსებული ორგანიზაციებისათვის 2017 წლის სამ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 50 451 500 ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 49 141 000 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 97,4 პროცენტია.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2017 წლის სამ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 9 672 600 ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 9 185 500 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 95,0 პროცენტია.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასთან არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამული ღონისძიებებისათვის 2017 წლის სამ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 34 921 400 ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 30 165 900 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 86,4 პროცენტია.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2017 წლის სამ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 12 190 900 ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 11 802 300 ლარი შეადგინა, რაც გეგის 96,8 პროცენტია.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის 2017 წლის სამ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 7 455 400 ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 5 321400 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 71,4 პროცენტია.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები