აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის

03 ნოემბერი, 2017

►ამ წუთებში სასტუმრო „რედისონში“ სემინარი თემაზე „DCFTA თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“ მიმდინარეობს.

►აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, აჭარის სამრეწველო-სავაჭრო პალატის და ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას აჭარაში მოქმედი სამეწარმეო და ბიზნეს სექტორის 100-მდე წარმომადგენლი ესწრება.

►შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე მიესალმნენ. მინისტრის მოადგილემ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კუთხით ზოგადად ქვეყნისთვის, სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის მოსალოდნელ ბენეფიტებზე გააკეთა აქცენტი.

►შეხვედრის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არსებულ შესაძლებლობებსა და შეღავათებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

►სემინარის ფარგლებში საქართველოში კოოპერატივების განვითარების კოორდინატორი მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრებს: ახალი თაობის სავაჭრო შეთანხმების სარგებელი საქართველოსთვის, საქონლით ვაჭრობის საკითხები, არასატარიფო ბარიერები ვაჭრობაში, სურსათის უვნებლობის თანამედროვე კონცეფცია, სურსათის, ცხოველური საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, სერთიფიკატები, ევროკავშირის ზოგადი მოთხოვნები, ექვივალენტობის აღიარება, გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობა, საბაჟო რეგულაციები, DCFTA-ის ზეგავლენა საქართველოს საკანონმდებლო ნორმებსა და რეგულაციებზე და სხვა.

►შეხვედრას ა(ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის დირექტორი კახა შავაძე და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე ესწრებიან.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები