აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ნატო-ს სამხედრო გემების ეკიპაჟის წევრებთან შეხვედრა

03 ნოემბერი, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან და აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი გემების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ნატო-ს სამხედრო გემების ეკიპაჟის წევრები და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) კომანდერი, მეორე რანგის კაპიტანი - ჯასტინ ჰეინსი და ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩისაქართველოში - დესისლავა ივანოვა ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.
ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია NATO-ს გემების მონაწილეობით მსგავსი დონის „საპორტო ვიზიტები“, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მჭიდრო და პოზიტიურ პარტნიორულ ურთიერთობებს.
ნატო-ს სამხედრო ხომალდის კაპიტანმა ჯასტინ ჰეინსმა მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვედრის ორგანიზებისათვის. როგორც ეკიპაჟის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ალიანსის წარმომადგენლებისათვის ყოველთვის განსაკუთრებული პატივია ისეთ პარტნიორ ქვეყანაში ვიზიტი, როგორიც საქართველოა.
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. ისინი ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები