აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს

13 ნოემბერი, 2017

აჭარის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე “WTM London 2017” იყო წარდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საქართველოს, კერძოდ კი აჭარას პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად გაუწია.

 

ლონდონის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობდა, რაც ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებას.  გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრები  გამართეს, როგორც მსოფლიოში წამყვანი მედია საშუალებების Euronews, BBC, CNN და New York Times, ასევე ბრიტანული ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.  

 

„ტურიზმი  არის ძალიან ცოცხალი, სწრაფად განვითარებადი და ცვალებადი სფერო. შესაბამისად, აუცილებელია თანამდროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის ფლობა. ლონდონის გამოფენას 50 000 ვიზიტორი სტუმრობდა. ეს არის ხალხი, რომელიც ტურიზმის ბიზნესში წამყვან პოზიციებს ფლობს, ეძებენ ახალ ბაზრებს, წარმოადგენენ ახალ ტექნოლოგიებს და ქმნიან ხედვას ტურიზმის განვითარების საკითხებში. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა მინისტერიალი, რომელიც მასპინძლობდა იმ ძირითადი ქვეყნების ტურიზმის მინისტრებს, რომლებმაც წარმატებული მართვის მოდელები შექმნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დღეს ტურიზმი დგას. 2018 წელს, დიდი ბრიტანეთი ოფიციალურ სამიზნე ქვეყნად გვემატება, სადაც აქტიური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების განხორციელებას ვგეგმავთ. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევების თანახმად, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა მუდმივად არის იმ ტურისტების ათეულში, რომლებიც ყველაზე მეტს მოგზაურობენ და მაღალგადახდისუნარიანობით გამოირჩევა. გაერთიანებული სამეფო  ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული კუთხით. ლონდონის გამოფენა იყო საუკეთესო შესაძლებლობა, საჭირო კონტაქტების დასამყარებლად, რომელიც იმედი გვაქვს მომავალში თანამშრომლობის კუთხით შედეგიანი იქნება“. განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები