აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

შეხვედრა უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის წევრებთან

15 ნოემბერი, 2017

14 ნოემბრს  სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციაში გაიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის გასვლითი სხდომა.

სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ესწრებოდნენ სატყეო სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლები სამმართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, ისაუბრეს შენიშვნებზეც.

მოხსენებით საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯემალ ნაკაშიძე წარსდგა. მანვე წარმოადგინა სამმართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტიც.

სხდომას აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები