აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში გიდები ბათუმის ტურის მიმართულებით ტრენინგებს გადიან

15 ნოემბერი, 2017

აჭარაში გიდების კვალიფიკაციის ამაღლების  მიზნით ტრენინგები გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 22 მოქმედ გიდს ტრენინგ-კურსი ბათუმის ტურისტული მარშრუტის მიმართულებით უტარდება.  თეორიული ლექციებისას განსაკუთრებული ყურადღება ბათუმის ისტორიას, ქალაქის ძველ და ახალ არქიტექტურას, აჭარის ეთნოგრაფიას, აჭარის ისტორიას, ფსიქოლოგიას და გიდის ხელოვნებას ეთმობა. სალექციო კურსი ასევე მოიცავს პრაქტიკული ტურების დაგეგმვას გონიო-აფსაროსის ციხესა და ქალაქ ბათუმში.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს რეგიონში დამწყები და მოქმედი გიდების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამ მიზნით დეპარტამენტში 78 გიდი  მთიანი აჭარის  4 ტურისტული მარშრუტისა და ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. წელსვე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდებს, რომლებმაც  ხარისხის ნიშნის მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს „რეკომედებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ კვალიფიკაციის ნიშანს მიანიჭებს.

კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები