აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მთავრობის წარმომადგენლებმა ართვინის მერთან შეხვედრა გამართეს

16 ნოემბერი, 2017

►აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

►ვიზიტის მიზანი, აჭარისა და თურქეთის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაა. ►ვიზიტი ართვინის გუბერნიაში ოფიციალური დახვედრით დაიწყო, რის შემდეგაც აჭარის დელეგაციას ართვინის გუბერნატორმა, ომერ დოღონაიმ უმასპინძლა. ►შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურისტულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპებზე, რეგიონში მზარდ თურქული ინვესტიციებზე გამახვილდა.

►ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, გაზრდილია ტურიზმის სტატისტიკის მაჩვენებლები. ,,აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დასაფასებელია თურქეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება სექტემბრის თვეში შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ორი სასაზღვრო რეგიონის აქტიურ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს განახლებული „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაც, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ ართვინის გუბერნატორთან საუბრისას.

►ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ქ.ბათუმის მერი ლაშა კომახიძე; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე;აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი;აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილი; აჭარის ა/რ სავაჭრო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე;

►ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება ხოფისა და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებში, რიზეს უნივერსიტეტში და საქართველოს გენერალურ საკონსულოში.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები